წინა გვერდი

AS ჯგუფი

AS Group წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე კომპანიას და ორგანიზაციას სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვის სფეროში.

კომპანია დაფუძნებულია სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე ცოდნასა და მიდგომებზე.

ჯგუფი დაკომპლექტებულია ექსპერტებისგან და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან, რომლებიც ორიენტირებულები არიან მაღალი ხარისხის სერვისების და პროდუქტების მიწოდებაზე.

კომპანიის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა საქართველოში აგრარული და გარემოს დაცვის სექტორის გაძლიერებაა.

AS Group-ის მიზანია სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების იმპორტი და დანერგვა, საქართველოში არსებული ბიზესგარემოს გაუმჯობესებისთვის და კომპეტენციების ასამაღლებლად.

AS Group-ის მიზნები:

•   სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა საქართველოში
•   გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაში ცნობიერების ამაღლება, კომპეტენციების ზრდა და ცოდნის გაღრმავება.
•   მდგრადი განვითარების ხელშეწყობა სოფლებსა და რეგიონებში
•   მსოფლიოში არსებული ინოვაციების აღმოჩენა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება
•   თანამედროვე აგრო ტექნოლოგიური ცოდნის დანერგვა და განვითარება საქართველოში
•   ადგილობრივი წარმოების პოპულარიზება და ექსპორტის მხარდაჭრა
•   ბიო მეურნეობების მხარდაჭერა
•   მეწარმეობის სტიმულირება და მასში ქალების, ახალგაზრდების და შშმ პირების ჩართულობის მხარდაჭრა
•   ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვა და განვითარება საქართველოში
•   აგრობიზნესის განვითარება გარემოს დაცვის საკითხების გათვალისწინებით
•   სტარტაპების და ინოვაციური იდეების მხარდაჭერა
•   მდგრადი ბიზნეს გარემოს სტიმულირება

AS Group ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და 7 სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროში

კომერციული ორგანიზაციები:

   Agro Solutions - საკონსულტაციო და მენეჯმენტ კომპანია
•   Agro Land - უძრავი ქონების კომპანია
•   Agro Irrigation - სარწყავი სისტემების კომპანია
•   Agro Market - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ონლაინ მაღაზია
•   Green Steps - გარემოს დაცვითი საკონსულტაციო კომპანია

არასამთავრობო ორგანიზაციები:

•   Agro Solutionsარასამთავრობო ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის  მიმართულებით

CSR

AS GROUP-ის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში მეწარმეობის სტიმულირება და მათში პროფესიონალური უნარების გაღრმავება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ჩამოყალიბდა „AS აკადემია“, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ აიმაღლონ ცოდნა აგრო სფეროში.

AS აკადემიაში სრულად ჩართულნი არიან AS GROUP-ის ექსპერტები და პრაქტიკოსი სპეციალისტები. ჩვენთვის დიდი პატივია ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებაში წვლილის შეტანა.

გუნდი

ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი, კვალიფიციური და კომპეტენტური ექსპერტებისგან სოფლის მეურნეობის და მენეჯმენტის სფეროში, ისინი ფლობენ სადოქტორო და MBA-ს ხარისხს სოფლის მეურნეობაში, მენეჯმენტში, ფინანსებსა და მარკეტინგში.

გუნდის წევრებს აქვთ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების კომპეტენცია და გამოცდილება ახალგაზრდებში.

აგრო სოლუშენსმა შექმნა სხვადასხვა სფეროს ექსპერტთა და პროფესიონალთა ძლიერი კავშირი, რომელიც 100-ზე მეტ სპეციალისტს და ექსპერტს აერთიანებს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო  მასშტაბი.

ვრცლად
ჩვენი კომპანიები
სიახლეები

რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ოქტომბერი 28, 2020

თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაა...

ვრცლად »

კახეთის რეგიონში 2020 წელს 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ნოემბერი 5, 2020

რთველი 2020-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1000 ტონით აღემატებადა ყველაზე მაღალია, ბოლო 30 წლის მონაცემებთან შედარები...

ვრცლად »

“გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე” ელექტრონულ სისტემა ინერგება

ნოემბერი 5, 2020

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების, სახელმწიფო კონტროლის გამარტივების და ამაღლების მიზნით ელექტრონულ სისტემას ნერგავს.  მონადირეები...

ვრცლად »
მიიღეთ ინფორმაცია პირველებმა გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები