13_1614255821.jpg
ნოემბერი 5, 2020

პროგრამა "დანერგე მომავლის" ფარგლებში “ჭის/ჭაბურღილის მოწყობა” ფინანსდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი "დანერგე მომავალი" ახორციელებს თანადაფინანსებას “ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის სატუმბი სადგურის) მოწყობაზე”.



  • პროექტის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ/აუნაზღაურდებათ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარი;
  • სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დაფინანსდება/ანაზღაურდება - არაუმეტეს 60%, მაგრამ არაუმეტეს 18 000 ლარი;
  • მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც იგეგმება ჭის/ჭაბურღილის მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 ჰა-ს.


სააგენტოსა და პოტენციურ ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულება დაფინანსდება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ.  


თანადაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ, ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.


სიახლეები

“გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე” ელექტრონულ სისტემა ინერგება

ნოემბერი 5, 2020

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების, სახელმწიფო კონტროლის გამარტივების და ამაღლების მიზნით ელექტრონულ სისტემას ნერგავს.  მონადირეები...

ვრცლად »

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

ნოემბერი 5, 2020

2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგებ...

ვრცლად »
ყველა სიახლე
მიიღეთ ინფორმაცია პირველებმა გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები