14_1614256934.png
ნოემბერი 27, 2020

პროექტი "დანერგე მომავალი" ახორციელებს თანადაფინანსების პროგრამას წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი "დანერგე მომავალი" ახორციელებს თანადაფინანსების პროგამას წვეთოვანი სარწყავი სისტემების  მოწყობაზე.


წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა დაფინანსდება ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ამ პროგრამის ბაღების კომპონენტის ფარგლებში არ არის დაფინანსებული ან/და მოთხოვნილი მრავალწლიანი ბაღის გაშენების დაფინანსება. 


ფიზიკური და იურიდიული პირის შემთხვევაში დაფინანსდება − არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა 0,5 ჰა-ზე. 


კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა.


სააგენტოსა და პოტენციურ ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია.


სიახლეები

“გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე” ელექტრონულ სისტემა ინერგება

ნოემბერი 5, 2020

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების, სახელმწიფო კონტროლის გამარტივების და ამაღლების მიზნით ელექტრონულ სისტემას ნერგავს.  მონადირეები...

ვრცლად »

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

ნოემბერი 5, 2020

2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგებ...

ვრცლად »
ყველა სიახლე
მიიღეთ ინფორმაცია პირველებმა გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები