8_1614327811.jpg
ნოემბერი 5, 2020

კახეთის რეგიონში 2020 წელს 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

რთველი 2020-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1000 ტონით აღემატება

და ყველაზე მაღალია, ბოლო 30 წლის მონაცემებთან შედარებით. შედარებისთვის, 2012 წელს გადამუშავდა 52 ათასი ტონა ყურძენი - 2020 წელს ეს მაჩვენებელი 5-ჯერ არის გაზრდილი.

ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. გასულ წლებში საშუალოდ 20 ათასამდე მევენახე აბარებდა ყოველწლიურად საწარმოებს ყურძნის მოსავალს. 2020 წელს, მევენახე ფერმერების შემოსავალმა მხოლოდ კახეთში 300 მლნ ლარს მიაღწია.


ყურძნის მთლიანი მოცულობიდან გადამუშავებულია: 175 ათასი ტონა რქაწითელი, 80 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.


კახეთის რეგიონში, ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 76,5 ათასი ტონა, ყვარელში - 63,5 ათასი ტონა, თელავში - 45 ათასი ტონა, საგარეჯოში - 27,5 ათასი ტონა, სიღნაღში - 21 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 16 ათასი ტონა, ახმეტაში - 12,5 ათასი ტონა. ხოლო დედოფლისწყაროში - 7,5 ათასი ტონა.


რთველის პიკურ პერიოდში, გადამუშავებული ყურძნის დღეღამურმა მაჩვენებელმა 14 ათას ტონას მიაღწია, რაც   ყურძნის მიღების პროცესში ჯამში 220 საწარმო იყო ჩართული. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რთველის აქტიურ ფაზაში, დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10-13 ათასი ტონის ფარგლებში იყო, რაც რამდენიმე ათასი ტონით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

2019 წელს, ყურძნის გადამუშავების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 11 ათასი ტონა იყო.


სიახლეები

“გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე” ელექტრონულ სისტემა ინერგება

ნოემბერი 5, 2020

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების, სახელმწიფო კონტროლის გამარტივების და ამაღლების მიზნით ელექტრონულ სისტემას ნერგავს.  მონადირეები...

ვრცლად »

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

ნოემბერი 5, 2020

2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგებ...

ვრცლად »
ყველა სიახლე
მიიღეთ ინფორმაცია პირველებმა გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები