კონფიდენციალურობა

მადლობას გიხდით ჩვენს ვებ-გვერდზე http://as.ge შემობრძანებისთვის და ჩვენი მომსახურებებით და პროდუქტებით დაინტერესებისათვის. თქვენს მიერ ვებ გვერდზე შესვლა ნიშნავს თქვენს თანხმობას წინამდებარე კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პირობებზე (შემდგომში – პირობები). შესაბამისად, თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, მაშინ ნუ გადახვალთ ვებ გვერდის სხვა გვერდებზე. ამ პირობებში დროდადრო შეიძლება შევიდეს ცვლილებები, ამიტომ გთხოვთ, რეგულარულად გაეცნოთ მას.

ჩვენი პრინციპები კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით

ჩვენი კომპანია ემორჩილება მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას პერსონალურ მონაცემთა, ელექტრონული კომუნიკაციებისა და სხვ. დაცვის შესახებ და იღებს პასუხისმგებლობას, რომ დავიცავთ ყველა მომხმარებლის კონფიდენციალურობას. 
ჩვენ შემუშავებული გვაქვს შიდა პოლიტიკა და პროცედურები იმისათვის, რომ დავიცვათ მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობა და შევასრულოთ შესაბამისი წესებისა და ნორმების მოთხოვნები. ჩვენი თანამშრომლები ვალდებული არიან დაემორჩილონ ამ პოლიტიკას, პროცედურებს, წესებსა და ნორმებს.

ინფორმაცია ვებ-გვერდზე ნავიგაციასთან დაკავშირებით

აღნიშნული ვებ-გვერდის ფუნქციონირებისთვის გამოყენებული საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სისტემები და კომპიუტერული პროგრამები, ჩვეულებრივი ფუნქციონირებისას, აგროვებენ სხვადასხვა პერსონალურ მონაცემს. აღნიშნული მონაცემები არის ის მონაცემები, რომლებიც ჩვეულებრივ გადაეცემა ხოლმე (TCP/IP პროტოკოლზე დაფუძნებული) ინტერნეტით სარგებლობისას.
აღნიშნული ინფორმაცია არ გროვდება შესაბამის პირებზე მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, მაგრამ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მესამე პირების მიერ მონაცემთა დამუშავებისა და დახარისხების გზით, შესაძლებელია მისი მეშვეობით მოხდეს ინტერნეტ გვერდების მომნახულებელი მომხმარებლების იდენტიფიცირება.  ამ ტიპის ინფორმაცია მოიცავს ვებ-გვერდზე შემსვლელი მომხმარებლების კომპიუტერების ინტერნეტ პროტოკოლის მისამართებს (IP address) და დომენების სახელწოდებებს, მოთხოვნილი რესურსების მისამართებს (რესურსების იდენტიფიცირების ერთიან ფორმატში – URL ფორმატი), მოთხოვნის დროს, მეთოდი რომლის მეშვეობითაც ხდება მოთხოვნის მიწოდება სერვერისთვის, პასუხად მიღებული ფაილის ზომა, სერვერის მიერ მოწოდებული პასუხის მდგომარეობის ამსახველი ციფრული კოდი (დასრულებულია წარმატებით, შეცდომებით, ა.შ.) და სხვა პარამეტრები, რომლებიც დაკავშირებულია ოპერაციულ სისტემასთან და მომხმარებლის საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ანონიმური სტატისტიკური ინფორმაციის მიზნებისთვის, რაც შეეხება ვებგვერდის გამოყენებას და ვებგვერდის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ კონტროლს.

მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მიწოდებული მონაცემები

მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ზარის შესასრულებლად აუცილებელია მომხმარებლის ზოგიერთი პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის  მომთხოვნის ტელეფონის ნომერი, აღნიშნული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ მოხდება მესამე პირისთვის გადაცემა. 

ქუქი ჩანაწერების გამოყენება

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს ვებსაიტის ეფექტური მოქმედების, ჩვენს სისტემაში თქვენი გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესებისა და ჩვენი სერვისების უკეთ მოწოდების მიზნით. ქუქი წარმოადგენს იმ ინფორმაციის ტექსტურ ჩანაწერს, რომელსაც მონაცემთა კონტროლერის ვებ სერვერი ინახავს თქვენს კომპიუტერზე ამ საიტზე სტუმრობისას. ამგვარად, ვებსაიტი იმახსოვრებს თქვენს ქმედებებსა და პრეფერენციებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და აქედან გამომდინარეობს, მაგალითად, ონლაინ რეკლამების პერსონალიზაცია, ქსელის ნაკადის ანალიზი და სხვა ტიპის სტატისტიკური ანალიზი, ასევე, თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების გაწევა. ამგვარად, თქვენ არ გიწევთ თქვენი პრეფერენციების მითითება საიტის ყოველი მონახულებისას ან მისი გვერდების დათვალიერებისას. მხოლოდ მონაცემთა კონტროლერსა და მის ავტორიზებულ პარტნიორებს აქვთ ქუქი ჩანაწერებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა.

მონაცემთა უსაფრთხოება და მთლიანობა

ზოგადად, ინტერნეტი არ ითვლება უსაფრთხო გარემოდ, ხოლო ინტერნეტის მეშვეობით გადაცემულ ინფორმაციაზე შეიძლება წვდომა ჰქონდეს არაუფლებამოსილ მესამე პირებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, შინაარსის შეცვლა ან ტექნიკური დეფექტი. გაითვალიწინეთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როდესაც ის ინტერნეტის მეშვეობით გადაეცემა ადმინისტრატორს. თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, თქვენი შეხედულებისამებრ, აირჩიოთ ადმინისტრატორთან კომუნიკაციის სხვა საშუალება.

ვებსაიტის მეშვეობით ავტომატურად შეგროვებული მონაცემები

ვებსაიტი იყენებს SSL (“უსაფრთხო სოკეტების ფენა”) პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაშიფვრის მეთოდების გაცვლას ორ მოწყობილობას (უმეტესად კომპიუტერებს) შორის, რაც ამყარებს უსაფრთხო კავშირს ინტერნეტის მეშვეობით და განაპირობებს პერსონალურ მონაცემთა დაცვას. SSL ტექნოლოგიის გამოყენებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის მიერ გამოყენებული ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამა იძლეოდეს მინიმუმ 128 ბიტის მოცულობის უსაფრთხოების გასაღებების “გაცვლის” შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო დაკავშირება ზემოაღნიშნული წესით ადმინისტრატორის ცენტრალურ სისტემებთან.

არასრულწლოვნები

“კომპანია” ურჩევს მშობლებს აუხსნან არასრულწლოვნებს, რომ ისინი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ინტერნეტით სარგებლობას და უნდა ახსოვდეთ პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვის შესახებ. “კომპანია” აფრთხილებს არასრულწლოვან მომხმარებლებს, რომ “საიტზე” ნებისმიერი პირადი ინფორმაციის მიწოდებამდე მათ უნდა მოიპოვონ მშობლების ან მეურვის ნებართვა და თანხმობა. 13-დან 18 წლამდე პირების მიერ “საიტზე” მიწოდებული ინფორმაცია ავტომატურად ჩაითვლება მათი მშობლების ან მეურვეების ნებართვით და თანხმობით მიღებულ ინფორმაციად.

დაგვიკავშირდით:
ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების მართვის ან დაცვის შესახებ კითხვების, ან კომენტარების ან უკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: info@as.ge

მიიღეთ ინფორმაცია პირველებმა გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები