მიმდინარეობს საიტის განახლება

Agro Solutions Group წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე კომპანიას და ორგანიზაციას სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვის სფეროში. 

კომპანია დაფუძნებულია სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე ცოდნასა და მიდგომებზე. 

ჯგუფი დაკომპლექტებულია ექსპერტებისგან და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან, რომლებიც ორიენტირებულები არიან მაღალი ხარისხის სერვისების და პროდუქტების მიწოდებაზე.
კომპანიის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა საქართველოში აგრარული და გარემოს დაცვის სექტორის გაძლიერებაა.

Agro Solutions Group-ის მიზანია სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების იმპორტი და დანერგვა, საქართველოში არსებული ბიზესგარემოს გაუმჯობესებისთვის და კომპეტენციების ასამაღლებლად.

Agro Solutions Group-ის მიზნები: 
  • სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა საქართველოში
  • გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაში ცნობიერების ამაღლება, კომპეტენციების ზრდა და ცოდნის გაღრმავება
  • მდგრადი განვითარების ხელშეწყობა სოფლებსა და რეგიონებში
  • მსოფლიოში არსებული ინოვაციების აღმოჩენა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება
  • თანამედროვე აგრო ტექნოლოგიური ცოდნის დანერგვა და განვითარება საქართველოში
  • ადგილობრივი წარმოების პოპულარიზება და ექსპორტის მხარდაჭრა
  • ბიო მეურნეობების მხარდაჭერა
  • მეწარმეობის სტიმულირება და მასში ქალების, ახალგაზრდების და შშმ პირების ჩართულობის მხარდაჭრა
  • ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვა და განვითარება საქართველოში
  • აგრობიზნესის განვითარება გარემოს დაცვის საკითხების გათვალისწინებით
  • სტარტაპების და ინოვაციური იდეების მხარდაჭერა
  • მდგრადი ბიზნეს გარემოს სტიმულირება 

Agro Solutions Group ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და 7 სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროში. 

კომერციული ორგანიზაციები: 

  • Agro Solutions - საკონსულტაციო და მენეჯმენტ კომპანია
  • Agro Land - უძრავი ქონების კომპანია
  • Agro Irrigation- სარწყავი სისტემების კომპანია
  • Agro Market- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ონლაინ მაღაზია
  • Green Steps- გარემოს დაცვითი საკონსულტაციო კომპანია 

არამომგებიანი ორგანიზაცია: 

•   Agro Solutions - არამომგებიანი ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის  მიმართულებით


Agro Solutions Group-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება წარმოადგენს, აღნიშნულის მისაღწევად კომპანიამ ჩამოაყალიბა “AS აკადემია”, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეწარმეობის სტიმულირება და მათში აგრო მიმართულებით პროფესიონალური უნარების გაღრმავება.

აკადემიის ფარგლებში, სტუდენტებს და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებს აქვთ შესაძლებლობა აგრო სფეროში, მიიღონ როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნა. 

კომპანიას ასევე მუდმივად ჰყავს ახალგაზრდა სტაჟიორები, რომლებიც ეცნობიან კომპანიის მუშაობის სპეციფიკაციებს, ჩართულნი არიან მათთვის საინტერესო პროექტებში და იღებენ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას აგრო სფეროში.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Agro Solutions Group ასევე ახორციელებს ცნობიერების ასამაღლებელ ტრენინგებს სკოლის მოსწავლეებში, ისინი ეცნობიან სოფლის მეურნეობას, მის სფეროებს და მნიშვნელობას, აღნიშნული მომავალში დაეხმარება მათ  მიიღონ სწორი გადაწყვეტილება პროფესიის შერჩევაში. 

გარდა AS აკადემიისა, კომპანიის მიერ განხორციელებულ თითოეულ პროექტში გათვალისწინებულია სოციალური პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს მათში ახალგაზრდების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და რელიგიური უმცირესობების ჩართვას. 

Aშ აკადემიაში სრულად არიან ჩართულნი Agro Solutions Group-ის ექსპერტები და პრაქტიკოსი სპეციალისტები. კომპანიის გუნდის თითოეული წევრი გამოთქვამს სრულ მზაობას აგრო სფეროთ დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება.


ჩვენი კომპანიები
სიახლეები

რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ოქტომბერი 28, 2020

თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკ...

კახეთის რეგიონში 2020 წელს 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ნოემბერი 5, 2020

რთველი 2020-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1000 ტონით აღემატებადა ყველაზე მაღალია, ბოლო 30 წლის მონაცემებთან შედარებით. შედარებისთვის, 2012 წელს გადამუშავდა...

“გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე” ელექტრონულ სისტემა ინერგება

ნოემბერი 5, 2020

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების, სახელმწიფო კონტროლის გამარტივების და ამაღლების მიზნით ელექტრონულ სისტემას ნერგავს.  მონადირეებისთვის დისკომფორტის მოხსნისა და უფრო ეფე...

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

ნოემბერი 5, 2020

2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. პროექტის ფარგლებში შეიქ...

დედოფლისწყაროში „საქმიანი ეზო“ მოეწყო, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას, დასაწყობებას და მის რეალიზაციას განახორციელებს

ნოემბერი 5, 2020

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.ტყის ახალ...

პროგრამა "დანერგე მომავლის" ფარგლებში “ჭის/ჭაბურღილის მოწყობა” ფინანსდება

ნოემბერი 5, 2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი "დანერგე მომავალი" ახორციელებს თანადაფინანსებას “ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის სატუმბი სადგურის) მოწყობაზე”.პროექტის ფარგლებში ფიზიკურ და...