მიმდინარეობს საიტის განახლება

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი

ნოემბერი 8, 2020
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის უმთავრესი მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირებაა.

კანონპროექტის დამტკიცებით, შეიქმნება სამართლებრივი ბაზა, რომლის საფუძველზეც, გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, ყველა საწარმოს  და არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს, ექნებათ ვალდებულება, განახორციელონ შესაბამისი შემცირება/აღმოფხვრის  ღონისძიებები. ამ ღონისძიებების მაქსიმალურად მოკლე ვადაში გასატარებლად, კომპანიებმა/საწარმოებმა, საქმიანობის განხორციელებამდე, უნდა უზრუნველყონ მყარი ფინანსური რესურსის მობილიზება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა, მთლიანად აგებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მას არა აქვს განსაზღვრული მიზნობრიობა, მოხმარდეს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას.

მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით,  ახალ კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რაც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას არა თანხობრივად, არამედ ითვალისწინებს ზიანის შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას. პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი გარემოს, თავად არის ვალდებული გასწიოს  ხარჯი და გამოასწოროს ზიანის შედეგები.

კანონპროექტის მოქმედება და შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევებზე, ხოლო უმნიშვნელო ზიანის შემთხვევაში, ოდენობის განსაზღვრა მოხდება „გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესახებ“  საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას.

კანონპროექტს შემოაქვს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მსხვილი სამრეწველო საწარმოების კონტროლის პროცედურებს. ამავდროულად, კანონპროექტს თან ერთვის ცვლილებები სამართალდარღვევათა კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც მაღალი საჯარიმო სანქციები დაწესდება იმ საწარმოებისთვის, რომელიც  ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით დააბინძურებენ.

კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დაეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ და რომლის მიზანიც იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრა/შერბილება და აღდგენა.

“გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე” ელექტრონულ სისტემა ინერგება

ნოემბერი 5, 2020

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების, სახელმწიფო კონტროლის გამარტივების და ამაღლების მიზნით ელექტრონულ სისტემას ნერგავს.  მონადირეები...

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

ნოემბერი 5, 2020

2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგებ...