მიმდინარეობს საიტის განახლება

გამოვლენილი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევები 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით

ნოემბერი 8, 2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან, 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 6 თვის განმავლობაში, ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. ასევე, ამავე პერიოდში, ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75 და მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტია გამოვლენილი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტია გამოვლენილი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველო სამოქმედო ტერიტორიაზე – 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 340, ქვემო ქართლში – 239, სამცხე-ჯავახეთში – 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 10 სისხლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

“გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე” ელექტრონულ სისტემა ინერგება

ნოემბერი 5, 2020

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების, სახელმწიფო კონტროლის გამარტივების და ამაღლების მიზნით ელექტრონულ სისტემას ნერგავს.  მონადირეები...

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

ნოემბერი 5, 2020

2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგებ...