მიმდინარეობს საიტის განახლება

გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული რეფორმები

ნოემბერი 8, 2020
„გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, კომპლექსური რეფორმა ჩატარდა. ეს უკავშირდებოდა ნარჩენების მართვის ახლებურ მიდგომებს, რომელიც მწვანე ეკონომიკის, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს ამკვიდრებს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უკავშირდება ტყის კოდექსის მიღებას; პარალელურად, ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაძლებლობების განვითარება ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით. 2020 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი. დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებისა და გარემოს დაცვა 200 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია ემატება დაცულ ტერიტორიებს. დაახლოებით, 600 000 ჰექტრამდე იყო და 30%-ით იზრდება ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ფართობი. დაცული ტერიტორიების ფართობის ასეთი უპრეცედენტო ზრდა აქამდე არ ყოფილა. თუმცა, ფართობის ზრდა არის ერთი ნაწილი და მეორე არის ხარისხობრივი გაუმჯობესება, მათ შორის, სხვადასხვა კატეგორიის შემოღება უკვე არსებულ დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის შენარჩუნების უკეთეს საშუალებას მოგვცემს და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით, დაახლოებით, 55 მილიონ დოლარზე მეტია კერძო ინვესტიციები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე” ელექტრონულ სისტემა ინერგება

ნოემბერი 5, 2020

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების, სახელმწიფო კონტროლის გამარტივების და ამაღლების მიზნით ელექტრონულ სისტემას ნერგავს.  მონადირეები...

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

ნოემბერი 5, 2020

2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგებ...