მიმდინარეობს საიტის განახლება

მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას და პირველადი წარმოების განვითარებას

ნოემბერი 8, 2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით  მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ ეგიდით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ახორციელებს თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვის ღონისძიებებს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. აღნიშნული პროექტი ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ,  გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UN Environment) მეშვეობით.

საგაზაფხულო თესლბრუნვის პრაქტიკა მიმდინარე წლის გაზაფხულზე 1000-მდე ჰა დაფარავს და ხელს შეუწყობს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მონაცვლეობას: ბარდა, სიმინდი, ლობიო და წიწიბურა. ბენეფიციარი ფერმერების შერჩევა მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ჩატარდა და ასევე გაგრძელდება სამომავლოდ. საველე პროექტები მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დასანერგად 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი და მთლიანობაში 20 000 ჰა-ს მოიცავს.

მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის გაძლიერებისა და მიწის ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყო მიწის მდგრადი მართვის საველე პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას თესლბრუნვის დანერგვის გზით გორის, ქარელის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. თესლბრუნვის სისტემის დანერგვას აქტიურად დაუჭირეს მხარი ფერმერებმა, რითაც შესაძლებელი გახდა თვალსაჩინო ეფექტის მიღწევა მიწის ნაყოფიერების გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თესლბრუნვის ღონისძიებები დაიგეგმა და მიმდინარეობს საგაზაფხულო კულტურებისთვისაც.

“გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე” ელექტრონულ სისტემა ინერგება

ნოემბერი 5, 2020

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების, სახელმწიფო კონტროლის გამარტივების და ამაღლების მიზნით ელექტრონულ სისტემას ნერგავს.  მონადირეები...

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

ნოემბერი 5, 2020

2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგებ...