მიმდინარეობს საიტის განახლება

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

ნოემბერი 5, 2020

2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ტყის ეროვნულ აღრიცხვასთან დაკავშირებული, საქართველოს გეოგრაფიულ პირობებზე მორგებული მეთოდოლოგია და საველე სახელმძღვანელო.


საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა ტყის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული და სანდო მონაცემების მიღების საშუალებას იძლევა,  რაც შემდგომ გამოიყენება სატყეო პოლიტიკის განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნად ისახავს, შექმნას ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა. ამასთან, ტყის ეროვნული აღრიცხვა წარმოადგენს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ცენტრალურ ელემენტს. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მომავალი წლის ბოლოს გვექნება სრული ინფორმაცია ტყეების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა იური ნოზაძემ. 


2019 წელს, აღირიცხა მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და გურიის რეგიონის ტყეები, აღრიცხვის შედეგად მომზადდა ანგარიში ტყეების მდგომაროების შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს საველე სამუშაოები სამეგრელო ზემო-სვანეთის, კახეთის, სამცხე ჯავახეთისა, იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.


“გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე” ელექტრონულ სისტემა ინერგება

ნოემბერი 5, 2020

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების, სახელმწიფო კონტროლის გამარტივების და ამაღლების მიზნით ელექტრონულ სისტემას ნერგავს.  მონადირეები...

დედოფლისწყაროში „საქმიანი ეზო“ მოეწყო, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას, დასაწყობებას და მის რეალიზაციას განახორციელებს

ნოემბერი 5, 2020

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყ...