მიმდინარეობს საიტის განახლება

დედოფლისწყაროში „საქმიანი ეზო“ მოეწყო, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას, დასაწყობებას და მის რეალიზაციას განახორციელებს

ნოემბერი 5, 2020

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.


ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა. 


„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 12 ობიექტზე. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა


რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ოქტომბერი 28, 2020

თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაა...

კახეთის რეგიონში 2020 წელს 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ნოემბერი 5, 2020

რთველი 2020-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1000 ტონით აღემატებადა ყველაზე მაღალია, ბოლო 30 წლის მონაცემებთან შედარები...