მიმდინარეობს საიტის განახლება
1612349190.png

არაკომერციული ორგანიზაცია აგრო სოლუშენსი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი ორგანიზაციაა. მისი შექმნის მიზანია საქართველოში აღნიშნულ სექტორებში თანამედროვე მიდგომებისა და ცოდნის დანერგვა, ვფიქრობთ დროა  სასაქართველომ ფეხი აუწყოს თანამედროვე სოფლის მეურნეობის სტანდარტებს, მიღწევებს და მოახდინოს უცხოური პრაქტიკის და ცოდნის აკუმულირება.

აგრო სოლუშენსის გუნდი აერთიანებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედ გამოცდილ და კვალიფიციურ ექსპერტებსა და კონსულტანტებს, რომლებიც სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ახორციელებენ შედეგზე ორიენტირებულ, ინოვაციურ პროექტებს, სადაც მთავარი მოსარგებლე სუბიექტები ქართველი ფერმერები არიან, ხოლო ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების მთავარი მიზანი მათი ცნობიერების ამაღლება, ცოდნის მიწოდება და მდგრადი სოფლის მეურნეობის  პრინციპების დანერგვაა. 

პროექტების განხორციელებასთან ერთან ორგანიაციაში მუდმივად ვაწარმოებთ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების კვლევას, რაც დაინტერესებულ პირებსა და აგრობიზნესს  საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული კულტურის წარმოებასა და მახასიათებლებზე და კულტურის კომერციულ პერსპექტივებზე.

სოფლის მეურნეობასთან ერთად, ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს -  გარემოს დაცვა. ჩვენს წინაშე არსებული ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა მდგრადი სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული საწარმოებისა და ბიზნეს საქმიანობის გარემოს დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობა, აქედან გამომდინარე აგრო სოლუშენსის მიზანია საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ხელი შევუწყოთ საქართველოში ჯანსაღი, მწვანე გარემოს მხარდაჭერას. 

ვფიქრობთ, რომ ჩვენი პრაქტიკული, რეალისტური და ინოვაციური მიდგომები გვაძლევს საშუალებას ეფექტიანად ვუპასუხოთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში.

საქართველოში უმთავრეს პრობლემას, როგორც ფერმერებისთვის ასევე სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის წარმოადგენს სექტორში კომპეტენციების და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სექტორში არსებული გამოწვევები მოითხოვს მტკიცე და საფუძვლიან ექსპერტულ ცოდნასა და ფერმერებისთვის და აგრობიზნეს სუბიექტებისთვის სწორი მიდგომების შეთავაზებას.

ქვემოთ ჩამოთვლილი მიდგომები წარმოადგენს ჩვენი გუნდის ხედვას და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს:
  • სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროში პროფესიონალური ცოდნისა და უნარების გავრცელება აღნიშნული სექტორების მდგრადი განვითარებისთვის უმთავრესი პირობაა
  • სექტორული კვლევები, საგანმანათლებლო აქტივობები და თანამედროვე ცოდნის იმპორტი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციის და მხარდაჭერისთვის
  • მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებიდან თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გაზიარება და დანერგვა საქართველოში წარმოადგენს უპირობო საჭიროებას
  • ფერმერების ცოდნისა და მათი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა
  • სოფლად და რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდება დაფინანსებისა და მათი საქმიანობის განვითარების შესაძლებლობების შესახებ;
  • ხელშეწყობა სოფლად მცხოვრები ადამიანებისათვის და მათი რეგიონის პოტენციალის იდენტიფიცირება ის კომპონენტია რომელიც საქართველოს რეგიონების თანაბარ განვითარებას და ამით ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერას უზრუნველყოფს
  • წყლისა და მიწის მდგრადი მართვის მხარდაჭერა და საზოგადოებაში აქტუალიზება
  • გარემოს დაცვის პრიორიტეტიზაცია საზოგადოებაში

განათლება 


საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებული თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიებისა დეფიციტი ადგილობრივი ფერმერებისათვის ართულებს განვითარების და შესაძლებლობების აღმოჩენის შესაძლებლობას.

გრო სოლუშენსი უცხოელი ექსპერტების დახმარებით საქართველოში ნერგავს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სექტორში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს აიმაღლონ კვალიფიკაცია და ეზიარონ თანამედროვე ცოდნასა და მიდგომებს, აღნშნული პროგრამების საშუალებით ჩვენი გუნდი ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნის იმპორტს.
ეორეს მხრივ, აგრო სოლუშენსი მიზნად ისახავს რეგიონებში არსებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებსა და ფერმერებს გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაციები. აგრო სოლუშენსი პარტნიორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერით, კონსულტაციას უწევს 300-ზე მეტ ფერმერსა და მცირე და საშუალო ბიზნესს, საქართველოს 14 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.



ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 


სოფლად და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ჯერ კიდევ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, რაც ხშირ შემთვხევაში მცირე და საშუალო საწარმოებს და ფერმერებს განვითარების კუთხით დაბრკოლებებს უქმნის. მ გამოწვევის საპასუხოდ ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ფერმერებისთვის დროული ინფორმაციის მიწოდებას მათ წინაშე არსებული შესაძლებლობების შესახებ, მაგალითად კონკრეტულ რეგიონებში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის და შეღავათიანი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა. 


გარემოს დაცვა 


მსოფლიოში კრიტიკულად ცვალებადი კლიმატური პირობების გათვაისწინებით აგრო სოლუშენსის მიზანს წარმოადგენს ჯანსაღი გარემოს საჭიროებებთან შესაბამისობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა სამრეწველო ან/და ბიზნეს საქმიანობა უნდა განხორციელდეს გარემოს დაცვის ნორმებთან შესაბამისობაში. აგრო სოლუშენსის უპირველესი მიზანია ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე, სწორი პოლიტიკისა და მიდგომების ჩამოყალიბება როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორში. ღეს უმთავრეს საჭიროებას საქართველოში წარმოადგენს ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვით საკითხებზე, რათა მოქალაქეებმა გარემოს დაცვისკენ მიმართული ქმედებები განახორციელონ, ამისათვის აგრო სოლუშენსი ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, კამპანიებს და მხარს უჭერს გარემოს დაცვის პოპულარიზაციას მოსახლეობაში.

აგრო სოლუშენსი თავის საქმიანობას შემდეგ ღირებულებებზე დაფუძნებით ახორციელებს:


•   სოციალური ჩართულობა 

•   თანაბარი და სამართლიანი კონკურენცია

•   ქალებისა და ახალგაზრდების თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა პროექტებში

•   უმცირესობების თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა პროექტებში

•   ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 

•   გამჭვირვალობა

•   მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა

•   კერძო-საჯარო პარტნიორობის მხარდაჭერა 

•   მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა 

•   რეგიონული განვითარების მხარდაჭერა

ჩვენი კომპანიები
ბლოგი

2020 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში 387 ბენეფიციარია ჩართული

ნოემბერი 20, 2020

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული სუბსიდიით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ.2020 წლის  20 ნოემბრის მონაცემებით:აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შო...

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე საქართველოდან 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

ნოემბერი 24, 2020

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელ...

2020 წლის 1 აგვისტოდან - 23 ნოემბრამდე საქართველოდან 57.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა

ნოემბერი 24, 2020

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 10 848 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 57.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 993 ტონით (38%)...

კვლევები

ნუშის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

ნოემბერი 16, 2020

აღნიშნული კვლევა მოიცავს სრულ ინფორმაციას ნუშის კულტურაზე, კვლევაში დეტალურადაა განხილული: ნუშის კულტურის  მახასიათებლები, მოთხოვნა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე, მავნებელ-დაავადებები, მოსავლის აღება, პროდუქტები, პირვ...

ვადაგასული პესტიციდების და ქიმიური ნივთიერებების მართვის პრობლემა

ნოემბერი 16, 2020

სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდასთან ერთად ბოლო წლებში, საქართველოში მზარდია ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების მოხმარება. სასუქების და პესტიციდების გამოყენება დადებითად აისახება მოსავლიანობაზე და ზოგადად სექტორზე, თუმ...

ნარჩენების მართვის პოლიტისკის შეფასება

ნოემბერი 16, 2020

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ნარჩენების მართვის ის უახლესი მოდელია, რასაც მსოფლიოში თითქმის ყველა განვითარებული ქვეყანა მისდევს. მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ მწარმოებლები და იმპორტიორე...