მიმდინარეობს საიტის განახლება
გრინ სთეფსი

სკრინინგის დოკუმენტის შემუშავება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ნებართვის მიღება

გრინ სთეფსი გრინ სთეფსი

გრინ სთეფსმა, 2018-2019 წლებში, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, 120 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღისთვის, სამელიორაციო სისტემის მოწყობა/ექსპლუატაციის ნებართვის მისაღებად განახორციელა კვლევები, შექმნა სკრინინგის დოკუმენტი და წარუდგინა შესაბამის ორგანოს.

პროექტის ფარგლებში  კომპანიის სპეციალისტებმა ნებართვის მისაღებად ტერიტორიაზე ჩაატარა შესაბამისი კვლევები.

 შესრულებული სამუშაოები:
  • საქმიანობისთვის საჭირო წყლის ოდენობის განსაზღვრა (თვეების მიხედვით)
  • სამელიორაციო სისტემის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის შემუშავება
  • ნებართვის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
  • სკრინინგ ნებართვის მიღება პროექტის განსახორციელებლად

დამკვეთმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღო შესაბამისი ნებართვა დაგეგმილი საქმიანობის განსახორციელებლად.

პროექტის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ: გარემოს დაცვის სპეციალისტები, აგრო ინჟინრები, ფლორისტი, ნარჩენების მართვის და ირიგაციის სპეციალისტები, GIშ ის სპეციალისტები. 

მდებარეობა: კახეთი, სოფელი ბოდბე
პროექტის შესრულების პერიოდი: 2019-2020 წლები

იხილეთ პროექტის ვიდეო