მიმდინარეობს საიტის განახლება
აგრო სოლუშენსი

მეხორცული საქონლის ფერმის პროექტირება - მოწყობა

აგრო სოლუშენსი აგრო სოლუშენსი

აგრო სოლუშენსმა, 2018-2020 წლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის მუნიციპალიტეტში 620 ჰექტარზე, განახორციელა 1000 სულიანი მეხორცული საქონლის ფერმის პროექტირება.  

პროექტის ფარგლებში, კომპანიის ქართველმა და უცხოელმა ექპერტებმა და აგრონომებმა  გეოინფორმაციულ (GIS) სისტემის გამოყენებით დააპროექტეს სრული ნაკვეთი და მოამზადეს ელექტრონული რუკა.

ნაკვეთი დაიყო სექტორებად და გამოიყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ზონა:

  • საძოვარი
  • სახნავ-სათესი
  • ტექნიკურ-ადმინისტრაციული ზონა (რუკაზე გამოიყო ზონა, სადაც უნდა განთავსდეს: საქონლის სადგომი, საწყობები, სატრაქტორო პარკის ადგილი და ა.შ)

პროექტის ფარგლებში კომპანიის აგრონომების მიერ ასევე შეფასდა ტერიტორიის პოტენციალი, შეირჩა მიწის კონკრეტული ფართობი მეცხოველეობის საკვები ბაზის წარმოებისთვის და შემუშავდა არსებული საძოვრის აღდგენის გეგმა (გაკულტურება, შეთესვა, ძოვების გეგმა და სხვა). 


მდებარეობა: ქვემო ქართლი, დმანისი

ფართობი:  620 ჰექტარი

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018-2020 წლები


იხილეთ პროექტის ვიდეო