მიმდინარეობს საიტის განახლება
აგრო სოლუშენსი

ნუში ბაღის გაშენება, Turn Key

აგრო სოლუშენსი აგრო სოლუშენსი

აგრო სოლუშენსის მიერ 2018-2019 წლებში, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბეში 1000 ჰექტარზე დაპროექტდა  ნუშის ბაღი.
ამავე სერვისის ფარგლებში, 120 ჰა-ზე განხორციელდა ნუშის ბაღის გაშენების Turn Key პროექტი.
კომპანიის ქართველმა და უცხოელმა ექპერტებმა პროექტის განხორციელებისთვის, გეოინფორმაციულ (GIS) სისტემის გამოყენებით მოამზადეს ელექტრონული რუკა, რომელშიც სრულად იქნა აღწერილი ნაკვეთის ყველა  პარამეტრი:
  • ქარსაცავი
  • ღობის კონტური
  • შიდა გზები
  • მცენარის გაშენების სქემა
  • საირიგაციო გეგმა - ფილტრაციის სადგურის მდებარეობა, მაგისტრალური და ქვემაგისტრალური მილები, რეზერვუარი და ა.შ
  • საწარმოო და ადმინისტრაციული ფართი (რუკაზე გამოიყო ზონა, სადაც უნდა განთავსდეს: საწყობები, საშრობი/საწარმო, ადმინისტრაციული შენობა, და ა.შ.)

აგრონომების მიერ სამიზნე რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობების და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით მომზადდა ნუშის აგროტექნიკური რუკა, რომელიც მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას ნუშის კულტურისთვის საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებებსა  და მათი ჩატარების ვადებზე.

პროექტის ფარგლებში, 120 ჰექტარზე კომპანიის აგრონომებმა და აგრობიზნეს მენეჯერებმა უზრუნველყვეს პროექტის სრული ციკლის მენეჯმენტი, ზედამხედველობა და პროცესების კოორდინირებულად ჩატარება.  ისინი სრულად იყვნენ ჩართულნი პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე - მიწის მოსამზადებელი სამუშაოებიდან დარგვის ჩათვლით.  

კულტურის გასაშენებლად, GPS სისტემით წინასწარ მონიშნულ წერტილებზე კომპანიამ უზრუნველყო დასარგავი ორმოების მომზადება და  ნუშის ბაღის გაშენება. 

პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ: ქართველი და უცხოელი აგრონომები, აგრო ინჟინრები, გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტი, აგრობიზნეს მენეჯერები და დიზაინერები.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ნუშის ბაღის გაშენება სრულად 1000 ჰექტარზე.

მდებარეობა: კახეთის რეგიონი, სოფელი ბოდბე
ფართობი: 1000 ჰექტარი
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018-2019 წლები

იხილეთ პროექტის ვიდეო