მიმდინარეობს საიტის განახლება
აგრო სოლუშენსი

მარწყვის სათბურისთვის ერთწლიანი აგროტექნოლოგიური რუკის მომზადება

აგრო სოლუშენსი აგრო სოლუშენსი

აგრო სოლუშენსმა, 2020 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ არაშენდაში მდებარე 2 064 კვადრატული მეტრის მარწყვის სასათბურე მეურნეობისთვის უზრუნველყო სათბურის შიდა სივრცის დეტალური პროექტირება, მარწყვის დარგვის პროცესების დაგეგმვა-ზედამხედველობა და ერთწლიანი აგროტექნოლოგიური რუკის მომზადება. 

კომპანიის აგრონომებმა, აგრო ინჟინრებმა, აგრობიზნეს მენეჯერებმა განახორციელეს სათბურის შიდა სივრცის დეტალური პროექტირება აღნიშნული მოიცავდა:
  • გაშენების სქემის შექმნას, სათბურის ფართის ოპტიმალურად ათვისების გათვალისწინებით
  • შიდა პროექტირებას - თუ სად უნდა განთავსებულიყო  ბუფერული ზონა, წვეთოვანი და გათბობის სისტემის მონტაჟის წერტილები

სერვისის ფარგლებში, აგრო სოლუშენსის გუნდმა ასევე უზრუნველყო პროექტის ზედამხედველობა, განხორციელების ყველა ეტაპზე - მიწის მოსამზადებელი სამუშაოებიდან დარგვის ჩათვლით. 

პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ კომპანიის ექსპერტები და აგრონომები, რომლებმაც კულტურის და სამიზნე რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობების მახასიათებლების გათვალისწინებით მოამზადეს მარწყვის ერთწლიანი აგროტექნოლოგიური კალენდარი.

დოკუმენტში დეტალურად აისახა მარწყვის კულტურისთვის საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები და მათი ჩატარების ზუსტი ვადები: 
  • მიწის სამუშაოები
  • მწვანე ოპერაციები
  • მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების სქემა და დოზები
  • პრევენციული ღონისძიებები
  • კულტურის მორწყვის ნორმა და დოზები 
  • კულტურის გამოკვების (ფერტიგაცია) სქემა და დოზები
  • მოსავლის აღება-დასაწყობების ვადები

მდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი
სათბურის ფართობი:  2064 კვ.მ 
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2020 წელი


იხილეთ პროექტის ვიდეო